მთავარისაქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ გრძელდება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ გრძელდება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესი

აშშ-ში შეშფოთებულნი არიან საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომელიც მათი თქმით, „საქართველოს აშორებს იმ ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს”.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია „ამ კანონის აღსრულება იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა და მათ შორისაა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები”.

მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესი და ამ პროცესის ფარგლებში აშშ-მა გარკვეული ზომები უკვე მიიღო.

„ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები ათობით პირსა და მათ ოჯახებს. მათ შორის არიან: პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტარები, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და სხვა…

შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ საქართველოს მთავრობა სარგებლობდა. ახლა მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვის პროცესის მეორე ნაწილი, თუმცა მე არ ვაპირებ, ვისაუბრო იმაზე, თუ რა იქნება შემდგომ”, -განაცხადა მილერმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend