შინაარსზე გადასვლა

ლივერპული (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 76: ხაზი 76:


როჯერსი შეცვალა [[იურგენ კლოპი|იურგენ კლოპმა]].<ref>{{cite news|last1=Smith|first1=Ben|title=Liverpool: Jurgen Klopp confirmed as manager on £15m Anfield deal|url=https://www.bbc.com/sport/0/football/34469429|accessdate=10 October 2015|work=BBC Sport|publisher=BBC|date=8 October 2015}}</ref> გერმანელი სპეციალისტის სადებიუტო სეზონში კლუბი გავიდა [[ინგლისის ლიგის თასი 2015-2016|ლიგის თასის]] და ევროპა ლიგის [[უეფა-ს ევროპა ლიგა 2015-2016|ფინალში]], მაგრამ ორივეგან დამარცხდა.<ref>{{cite news|url=https://www.bbc.com/sport/football/36254631|title=Liverpool 1–3 Sevilla|date=18 May 2016|agency=BBC}}</ref> ლივერპულმა [[ინგლისის პრემიერლიგა 2018-2019|2018-19 პრემიერლიგაში]] 97 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი თამაში წააგო, რაც მეორე ადგილოსანისთვის მაქსიმალურია.<ref>{{cite news|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/48136480|title=Premier League: The numbers behind remarkable title battle|agency=BBC|date=12 May 2019|accessdate=19 May 2019|language=en-GB}}</ref> კლოპმა ლივერპული გაიყვანა [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2018 ფინალი|2018]] და [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2019|2019]] წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. პირველი ფინაალი დათმო, მაგრამ 2019 წელს [[ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)|ტოტენჰემ ჰოტსპურის]] 2–0 დამარცხებით მეექვსედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგას.<ref>{{cite news|title=Liverpool beat Spurs to become champions of Europe for sixth time|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/48368443|accessdate=1 June 2019|agency=BBC}}</ref><ref>{{cite news|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/44258022|title=Real Madrid 3-1 Liverpool|date=26 May 2018|accessdate=19 May 2019|language=en-GB|agency=BBC}}</ref> ლივერპულმა ბრაზილიურ [[ფლამენგო (საფეხბურთო კლუბი)|ფლამენგოს]] 1–0 მოუგო და პირველად [[ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი|ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის]] ტრიუმფატორი გახდა.<ref>{{cite news|title=Firmino winner seals Club World Cup win|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/50869633|accessdate=21 December 2019|agency=BBC}}</ref> [[ინგლისის პრემიერლიგა 2019-2020|2019-20 პრემიერლიგაში]] გამარჯვებით კი ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ კლუბმა მეცხრამეტედ მოიგო ინგლისის ჩემპიონობა (პირველი პრემიერლიგა).<ref>{{cite news|title=Liverpool win Premier League: Reds' 30-year wait for top-flight title ends|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/53183857|accessdate=25 June 2020|agency=BBC}}</ref>
როჯერსი შეცვალა [[იურგენ კლოპი|იურგენ კლოპმა]].<ref>{{cite news|last1=Smith|first1=Ben|title=Liverpool: Jurgen Klopp confirmed as manager on £15m Anfield deal|url=https://www.bbc.com/sport/0/football/34469429|accessdate=10 October 2015|work=BBC Sport|publisher=BBC|date=8 October 2015}}</ref> გერმანელი სპეციალისტის სადებიუტო სეზონში კლუბი გავიდა [[ინგლისის ლიგის თასი 2015-2016|ლიგის თასის]] და ევროპა ლიგის [[უეფა-ს ევროპა ლიგა 2015-2016|ფინალში]], მაგრამ ორივეგან დამარცხდა.<ref>{{cite news|url=https://www.bbc.com/sport/football/36254631|title=Liverpool 1–3 Sevilla|date=18 May 2016|agency=BBC}}</ref> ლივერპულმა [[ინგლისის პრემიერლიგა 2018-2019|2018-19 პრემიერლიგაში]] 97 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი თამაში წააგო, რაც მეორე ადგილოსანისთვის მაქსიმალურია.<ref>{{cite news|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/48136480|title=Premier League: The numbers behind remarkable title battle|agency=BBC|date=12 May 2019|accessdate=19 May 2019|language=en-GB}}</ref> კლოპმა ლივერპული გაიყვანა [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2018 ფინალი|2018]] და [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2019|2019]] წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. პირველი ფინაალი დათმო, მაგრამ 2019 წელს [[ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)|ტოტენჰემ ჰოტსპურის]] 2–0 დამარცხებით მეექვსედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგას.<ref>{{cite news|title=Liverpool beat Spurs to become champions of Europe for sixth time|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/48368443|accessdate=1 June 2019|agency=BBC}}</ref><ref>{{cite news|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/44258022|title=Real Madrid 3-1 Liverpool|date=26 May 2018|accessdate=19 May 2019|language=en-GB|agency=BBC}}</ref> ლივერპულმა ბრაზილიურ [[ფლამენგო (საფეხბურთო კლუბი)|ფლამენგოს]] 1–0 მოუგო და პირველად [[ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი|ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის]] ტრიუმფატორი გახდა.<ref>{{cite news|title=Firmino winner seals Club World Cup win|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/50869633|accessdate=21 December 2019|agency=BBC}}</ref> [[ინგლისის პრემიერლიგა 2019-2020|2019-20 პრემიერლიგაში]] გამარჯვებით კი ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ კლუბმა მეცხრამეტედ მოიგო ინგლისის ჩემპიონობა (პირველი პრემიერლიგა).<ref>{{cite news|title=Liverpool win Premier League: Reds' 30-year wait for top-flight title ends|url=https://www.bbc.co.uk/sport/football/53183857|accessdate=25 June 2020|agency=BBC}}</ref>

== ფერი და ლოგო ==
[[ფაილი:Liverpool_FC_1892-1896_kit.jpg|ალტ=A blue and white shirt and white shorts|მინი|ლივერპულის ფორმა 1892 -1896 წლებში<ref name="colours">{{cite web|url=http://www.liverpoolfc.tv/history/historical-lfc-kits|title=Historical LFC Kits|publisher=Liverpool F.C|accessdate=12 August 2010|url-status=dead|archiveurl=https://web.archive.org/web/20100724034342/http://www.liverpoolfc.tv/history/historical-lfc-kits|archivedate=24 July 2010}}</ref>]]
{{Commons|Liverpool F.C. kits}}ლივერპულის ფერად მიჩნეულია წითელი, თუმცა კლუბის დაარსების წლებში ფეხბურთელების ფორმა ლურჯი იყო და ჰგავდა თანამედროვე ევერტონის ფორმას. ლურჯი და თეთრი ფერი 1894 წელს ჩანაცვლდა წითლით.<ref name="formed" /> ქალაქის სიბოლო [[ლივერპულის ჩიტი]] კლუბის ლოგოდ 1901 წელს იქცა, თუმცა ფორმაზე 1955 წლამდე არ გამოჩენილა. ლივერპული გამოდიოდა წითელი მაისურით და თეთრი შორტით, 1964 წელს ბილ შენკილიმ გადაწყვიტა რომ ფეხბურთელების ფორმა მთლიანად წითელი ყოფილიყო.<ref name="colours" /> [[იან სტ ჯონი]] ავტობიოგრაფიაში იხსენებს, თუ როგორ გადაწყვიტა ბილ შენკილმ [[ანდერლეხტი (საფეხბურთო კლუბი)|ანდერლეხტთან]] მატჩის წინ ფორმის შეცვლა.

:
{{quote|მას [შენკლი] მიაჩნდა, რომ ფერს ფსიქოლოგიური ეფექტის მოხდენა შეეძლო - წითელი, როგორც საფრთხე, წითელი, როგორც ძალა. ის გასახდელ ოთახში შემოვიდა და [[რონ იეტსი|რონ იეტს]] წითელი შორტები ესროლა და უთხრა " ჩაიცვი და ვნახოთ როგორი იქნება", ამის შემდეგ მან თქვა"ღმერთო, რონი შენ საშინლად შემაშინებლად გამოიყურები, 7 ფუტით უფრო მაღალი ჩანხარ". "რატომ არ უნდა გამოვიყურებოდეთ ასე?", მე ვთქვი "რატომ არ უნდა გვეცვას ასევე წითელი წინდები?". შენკლი თანახმა იყო ამაზე და ასე დაიბადა ლივერპულის საკულტო ფორმა.<ref>{{cite news|url=http://www.timesonline.co.uk/article/0,,2093-1817155,00.html |title=Shankly: the hero who let me down|work=The Times|accessdate=12 September 2006 |date=9 October 2005 |first=Ian |last=St. John}}</ref>}}
ლივერპულის გასვლის ფორმა სრულად არასოდეს ყოფილა ყვითელი, ან თეთრი მაისური და შავი შორტები, მაგრამ გარკვეული ექსპერიმენტები ფერებში მაინც არსებობდა სხვადასხვა პერიოდში. სრულად ნაცრისფერი ფორმა დამტკიცდა 1987 წელს, რომელსაც ასევე გამოიყენებდნენ 1991-92 სეზონში, რომელიც შეცვალა მწვანე პერანგმა და თეთრმა შორტებმა. 1990-იან წლებში კლუბის გასვლით ფორმაზე სხვადასხვა ფერის კომბინაციებიც გვხდება, ოქროსფერი და მუქი ლურჯი, შავი და ნაცრისფერი და ეკრუ. 2008–09 სეზონამდე კლუბის ფერებში გვხვდება ყვითელი და თეთრი, მას შემდეგ კი შეიცვალა ნაცრისფერი ფორმით. კლუბს აქვს მესამე ფორმა ევროპული ტურნირებისთვის, მას ასევე იყენებენ შიდა ჩემპიონატშიც, თუ გასვლის ფორმის და მასპინძლის ფორმის ფერი ერთმანეთს ემთხვევა. 2012-დან 2015 წლამდე ტანსაცმლის სპონსორი იყო [[Warrior Sports]], მათ ახალი მოდელი 2012–13 სეზონის სტარტზე წარადგინეს.<ref>{{cite web|url=http://www.liverpoolfc.tv/news/latest-news/lfc-and-warrior-announcement|title=LFC and Warrior announcement|accessdate=18 January 2012|url-status=dead|archiveurl=https://web.archive.org/web/20120120015751/http://www.liverpoolfc.tv/news/latest-news/lfc-and-warrior-announcement|archivedate=20 January 2012}}</ref> 2015 წლის თებერვალში, Warrior-ის მშობელმა კომპანია [[New Balance|New Balance-მა]] განაცხადა რომ ის აპირებდა ფეხბურთში შესვლას,Warrior-ის შემდეგ სპონსორობა დაეკისრა New Balance.<ref>{{cite news|title=New Balance Challenges Nike And Adidas With Entry into Global Soccer Market|url=https://www.forbes.com/sites/kurtbadenhausen/2015/02/04/new-balance-enters-global-soccer-market/|first=Kurt|last=Badenhausen|work=Forbes|date=4 February 2015|accessdate=4 February 2015}}</ref> 1985 წლამდე ლივერპულის ტანსაცმელს მხოლოდ ერთი სპონსორი [[Umbro]] ჰყავდა, რომელიც შეცვალა [[Adidas|Adidas-მა]], 1996 წლიდან 2006 წლამდე იყო [[Reebok]]. 2006 დან 2012-მდე კვლავ ადიდასი .{{sfn|Crilly|2007|p=28}} 2020-21 წლიდან კლუბის ახალი სპონსორი ხდება [[Nike]].<ref>{{cite news|title=LFC announces multi-year partnership with Nike as official kit supplier from 2020-21|url=https://www.liverpoolfc.com/news/announcements/381644-liverpool-fc-announces-multi-year-partnership-with-nike-as-official-kit-supplier-from-2020-21|accessdate=7 January 2020|publisher=Liverpool F.C.}}</ref>
[[ფაილი:Liverpool_Crest.jpg|მარცხნივ|მინი|ლივერპულის ლოგო შენკლის კარიბჭეზე]]
ლივერპული იყო პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც 1979 წელს სპონსორ [[Hitachi, Ltd.|Hitachi-ის]] ლოგო მაისურზე გამოსახა.<ref>{{cite news|url=https://www.theguardian.com/football/2005/jul/06/theknowledge.sport|first1=James|last1=Dart|first2=Mark|last2=Tinklin|title=Has a streaker ever scored?|work=The Guardian|date=6 July 2005|accessdate=16 August 2007}}</ref> მას შემდეგ სპონსორები იყვნენ: [[Crown Paints]], [[Candy (company)|Candy]], [[Carlsberg Group|Carlsberg]] და [[Standard Chartered]]. 1992 წელს Carlsberg-თან გაფორმებული ხელშეკურელბა იყო ყველაზე ხანგრძლივი ინგლისურ ფეხბურთში.<ref>{{cite news|url=https://www.forbes.com/2009/08/05/carlsberg-liverpool-sponsorship-markets-equities-beer.html|title=Carlsberg and Liverpool might part ways|work=Forbes|date=8 May 2009|accessdate=23 July 2008|first=Javier|last=Espinoza}}</ref> Carlsberg-თან კონტრაქტი დასრულდა 2010–11 სეზონის დასაწყისში, მას შემდეგ სპონსორი გახდა Standard Chartered Bank.<ref>{{cite news|title=Liverpool and Standard Chartered announce sponsorship deal|url=http://www.standardchartered.com/media-centre/press-releases/2009/documents/20090914/index.html|date=14 September 2009|publisher=Standard Chartered Bank|accessdate=12 August 2010}}</ref>

ლივერპულის ემბლემა ჩიტი ადრე მაისურის მკერდზე იყო გაამოსახული. 1992 წელს კლუბის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოგოს ახალი ვერსია შეიქმნა, რომელზეც გამოსახეს შენკლის ჭიშკარზე. მომდევნო წელს კლუბის ლოგოს ორივე კუთხეში დაამატეს ცეცხლი, რაც მარადიული ცეცხლია და პატივს მიაგებს ჰილსბროს კატასტროფაში დაღუპულებს.<ref>{{cite web|url=http://www.liverpoolfc.tv/history/hillsborough|title=Hillsborough|publisher=Liverpool F.C|accessdate=12 August 2010}}</ref> 2012 წლის Warrior Sports-მა ფორმიდან მოხსნა ჩირღდნები, დარჩა მხოლოდ ლოგო.<ref>{{cite web|title=Liverpool kit launch sparks anger among Hillsborough families|url=https://www.bbc.co.uk/sport/0/football/18033752|work=BBC Sport|publisher=BBC|accessdate=17 May 2012|date=11 May 2012}}</ref>

=== პარტნიორები და მაისურის სპონსორები ===
{| class="wikitable" style="text-align: center"
!პერიოდი
!ფორმის მწარმოებელი
!სპონსორის ლოგო (წინიდან)
!სპონსორის ლოგო (სახელოზე)
|-
|1973–1979
| rowspan="3" |[[Umbro]]
|None
| rowspan="11" |არა
|-
|1979–1982
|[[Hitachi]]
|-
|1982–1985
| rowspan="2" |[[Crown Paints]]
|-
|1985–1988
| rowspan="3" |[[Adidas]]
|-
|1988–1992
|[[Candy (company)|Candy]]
|-
|1992–1996
| rowspan="3" |[[Carlsberg Group|Carlsberg]]
|-
|1996–2006
|[[Reebok]]
|-
|2006–2010
| rowspan="2" |[[Adidas]]
|-
|2010–2012
| rowspan="5" |[[Standard Chartered]]
|-
|2012–2015
|[[Warrior Sports]]
|-
|2015–2017
| rowspan="2" |[[New Balance]]
|-
|2017–2020
| rowspan="2" |[[Western Union]]
|-
|2020–
|[[Nike, Inc.|Nike]]
|-
|}


== ჰიმნი ==
== ჰიმნი ==
[[ფაილი:Shankly Gates.jpg|thumb|right]]
მუსიკა დაწერილია რიჩარდ როჯერსის, ხოლო ტექსტი – ოსკარ ჰამერსტეინის მიერ. მათ ეს სიმღერა შექმნეს მიუზიკლ „კარუსელისთვის“ [[1945]] წელს. თავდაპირველად სიმღერა პოპულარული იმან გახადა, რომ თავის დროზე მას ისეთი მომღერლები ასრულებდნენ, როგორებიც იყვნენ: [[ფრენკ სინატრა]], [[ელვის პრესლი]] და სხვები.
მუსიკა დაწერილია რიჩარდ როჯერსის, ხოლო ტექსტი – ოსკარ ჰამერსტეინის მიერ. მათ ეს სიმღერა შექმნეს მიუზიკლ „კარუსელისთვის“ [[1945]] წელს. თავდაპირველად სიმღერა პოპულარული იმან გახადა, რომ თავის დროზე მას ისეთი მომღერლები ასრულებდნენ, როგორებიც იყვნენ: [[ფრენკ სინატრა]], [[ელვის პრესლი]] და სხვები.



09:28, 4 ივლისი 2020-ის ვერსია

ლივერპული
Liverpool
ლოგო
სრული სახელი Liverpool Football Club
მეტსახელი The Reds (წითლები)
დაარსდა 3 ივნისი, 1892
სტადიონი ენფილდი
ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 54,074 მაყურებელი)
პრეზიდენტი აშშ-ის დროშა ტომ ვერნერი
მწვრთნელი გერმანიის დროშა იურგენ კლოპი
კაპიტანი ინგლისის დროშა ჯორდან ჰენდერსონი
ლიგა პრემიერლიგა
2018-19 მე-2 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ (ინგლ. Liverpool F.C.) — ინგლისის საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან, ასპარეზობს ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში პრემიერლიგაში. კლუბს მოგებული აქვს ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა, მეტჯერ ვიდრე რომელიმე ინგლისურ კლუბს, სამი უეფა-ს თასი, ოთხი უეფა-ს სუპერთასი, ერთი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, შიდა ტურნირებში ლივეპული ცხრამეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, შვიდჯერ მოიგო ასოციაციის თასი, ყველაზე მეტჯერ რვაჯერ მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი და ხუთჯერ საფეხბურთო სუპერთასი.

1892 წელს დაარსებიდან ერთ წელში კლუბი ხდება ინგლისის საფეხბურთო ლიგის წევრი, არსებობის ისტორიის განმავლობაში ლივერპულის საშინაო არენა ენფილდის სტადიონია. 1970-იანები და 1980-იანები კლუბის ოქროს წლებია, ბილ შენკლის, ბობი პეიზლის, ჯო ფაგანის და კენი დალგლიშის მწვრთნელობის პერიოდში ლივერპული თერთმეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიპოვა ევროპის თასი. რაფაელ ბენიტესის მწვრთნელობისას და სტივენ ჯერარდის კაპიტონობისას 2005 წელს ლივერპული მეხუთედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამაჯვებული. იურგენ კლოპის მწვრთნელობისას 2019 წელს ლივერპული მეექვსედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონობას, ერთი წლის შემდეგ კი 2019-20 პრემიერლიგის გამარჯვება იზეიმა, რაც კლუბისთვის 30 წლიანი პაუზის შემდეგ მეცხრამეტე ინგლისი ჩემპიონობაა.

2019 წლის მონაცემებით ლივერპული მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე შემოსავლიანი კლუბია, წლიურად €604 მილიონი,[1] ხოლო კლუბის ღირებულება $2.183 მილიარდს შეადგეს და საფეხბუთო კლუბების რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.[2] ლივერპულს დიდხნიანი მეტოქეობა აქვს მანჩესტერ იუნაიტედთან და ევერტონთან.

კლუბის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ ორ დიდ ტრაგედიაში: 1985 წელს ბრიუსელში ევროპის თასის ფინალში ლივერპულის ფანები თავს დაესხნენ იუვენტუსის ფანების ზონას, რის შემდეგაც სტადიონის კედელმა ვერ გაუძლო ხალხის მასას და ჩამოინგრა, ეიზელის სტადიონის კატასტროფას 39 ადამიანი ემსხვერპლა - უმეტესად იტალიელები. ინგლისური კლუბები ხუთი წლით მოიკვეთა ევროპული ტურნირებიდან. 1989 წელს ჰილსბოროს სტადიონზე 96 ლივერპულის ფანი ჭყლეტვაში დაიღუპა.

1964 წლამდე კლუბის ფორმა იყო წითელი მაისური და თეთრი შორტი, ცვლილების შემდეგ კი მთლიანად წითელი გახდა. ლივერპულის ჰიმნია "You'll Never Walk Alone".

ისტორია

Black and white photograph of elder and bald John Houlding, wearing beard and bow tie.
ჯონ ჰოულდინგი ლივერპულის დამაარსებელი

ლივერპული ჩამოყალიბდა ევერტონის საბჭოსა და კლუბის პრეზიდენტ ჯონ ჰოულდინგს შორის ენფილდის საფასურზე წარმოქმნილი დავის შედეგად. ევერტონმა რვა წელი გაატარა ენფილდზე, რის შემდეგაც გუდისონ პარკზე გადავიდა, ჰოულდინგმა კი ცარიელი სტადიონის ბაზაზე ახალი კლუბი დააფუძნა.[3] ჰოულდინგი ცდილობდა შეენარჩუნებინა ევერტონის სახელი, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციამ ორიგინალი სახელი "ევერტონ ატლეტიკი" საბჭოს საკუთრებად აღიარა, ახალ კლუბს "ლივერპული" ეწოდა.[4] სადებიუტო სეზონში კლუბმა მოიგო ლანკაშირული ლიგა და 1893–94 სეზონში შეუერთდა საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონს. სეზონის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ კლუბმა გადაინაცვლა პირველ დივიზიონში, სადაც ინგლისის ჩემპიონი გახდა 1901 და 1906 წელს.[5]

ლივერპული ასოციაციის თასის ფინალში პირველად 1914 წელს გავიდა, სადაც ბარნლისთან 1–0 დამარცხდა. კლუბმა პირველი დივიზიონი 1922 და 1923 წელს ზედიზედ მოიგო, რის შემდეგაც 1946–47 სეზონამდე აღარ გაჩემპიონებულა.[6] ლივერპულმა მორიგი თასის ფინალი არსენალთან 1950 წელს დათმო.[7] 1953–54 სეზონის შემდეგ კლუბი მეორე დივიზიონში დაქვეითდა.[8] 1958–59 წლის ასოციაციის თასიდან ლივერპული არა ლიგის წევრმა ვორჩესტერ სიტიმ (2–1) გამოაგდო. მალე მთავარ მწვრთნელად ინიშნება ბილ შენკლი. ახალი მწვრთნელის პირველი გადაწყვეტილება იყო კლუბიდან 24 ფეხბურთელის გაშვება და ენფილდზე სპეციალური ოთახის შექმნა, სადაც ის და სხვა შტაბის წევრები საფეხბურთო ტაქტიკებს განიხილავდნენ. შენკლის მიმდევრები და "ოთახის წევრები" იყვნენ ჯო ფაგანი, რუბენ ბენეტი და ბობ პეიზლი, ამ უკანასკნელმა შენკლის შემდეგ გადაიბარა მთავარი მწვრთნელობა.[9]

Statue of a man with his arms held aloft
ენფილდის გარეთ დადგმული ბილ შენკლის ქანდაკება. შენკლიმ 1947 წლის შემდეგ პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონობა

კლუბი პირველი დივიზიონს 1962 წელს დაუბრუნდა და იგი 1964 წელს მოიგო. 1965 წელს ლივერპული პირველად გახდა ასოციაციიის თასის გამარჯვებული. 1966 წელს კლუბი კვლავ იმარჯვებს პირველ დივიზიონში, მაგრამ მარცხდება უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში ბორუსია დორტმუნდთან.[10] 1972-73 სეზონში ლივერპულმა მოიგო ლიგა და უეფა-ს თასი, მომდევნო წელს ასოციაციის თასი.[11] 1976 სეზონში, პეიზლის მწვრთნელობის მეორე წელს, ლივერპული ლიგის და უეფა-ს თასის მფლობელი ხდება, მომდევნო წელს ლიგასთან ერთად პირველად ევროპის თას ეუფლება, მაგრამ 1977 წლის ასოციაციის თასის ფინალში მარცხდება. ლივერპულმა შეინარჩუნა 1978 წლის ევროპის თასი, 1979 წელს კი კვლავ გახდა პირველი დივიზიონის გამარჯვებული.[12] პეიზლის ცხრაწლიან პერიოდში კლუბმა 20 სხვადასხვა ტიტული მოიგო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, სამი ევროპის ლიგა, უეფას თასი, ექვსი ლიგა და სამი ლიგის თასი. ამ პერიოდში ლივერპულმა მხოლოდ ასოციაციის თასი ვერ მოიგო.[13]

1983 წელს პეიზლი შეცვლა მისმა ასისტენტმა ჯო ფაგანმა.[14] ლივერპულმა ფაგანის სადებიუტო წელს მოიგო ლიგა, ევროპის თასი და ლიგის თასი და გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში "ტრებლი" შეასრულა.[15] ლივერპული კვლავ გავიდა ევროპის თასის 1985 წლის ფინალში, სადაც მოწინააღმდეგე იუვენტუსი იყო, თამაში ეიზელის სტადიონზე უნდა გამართულიყო. თამაშის დაწყებამდე ლივერპულის გულშემატკივრებდმა დაარღვიეს გამყოფი ღობეები და თავს დაესხნენ იუვენტუსის ფანებს, შედეგად სტადიონის სექციის საყრდენმა კედელმა ვერ გაუძლო ხალხის მასას და ჩამოინგრა, ეიზელის კატასტროფას 39 ადამიანი ემსხვერპლა. მატჩი ორივე მხარის პროტესტის მიუხედავად მაინც ჩატარდა, სადაც იუვენტუსმა 1–0 გაიმარჯვა. უეფამ სასჯელის სახით ყველა ინგლისური კლუბი ევრო ტურნირებიდან ხუთი წლით მოკვეთა, ლივერპულს ათწლიანი ბანი დაედო, რაც შემდეგ ექვს წლამდე შემცირდა. თოთხმეტი ლივერპულის გულშემატკივარი გასამართლდა უნებლიე მკვლელობის გამო.[16]

3 burgundy tablets with gold engraved writing. Below the tablets are flowers.
ჰილსბოროს კატასტროფის მემორიალი, სადაც 96 დაღუპულის სახელები წერია

ტრაგედიის შემდეგ ფაგანი წავიდა და მის ნაცვლად დაინიშნა კენი დალგლიში როგორც მოთამაშე-მწვრთნელი.[17] დალგლიშის პერიოდში კლუბმა მოიგო სამი ლიგა, სამი ლიგის თასი და ორი ასოციაციის თასი. 1985-86 სეზონში ლიგის და თასის მოგებით კლუბმა ინგლისში "დუბლი" შეასრულა. ლივერპულის წარმატება დაჩრდილა ასოციაციის თასის ნახევარფინალში 1989 წლის 15 აპრილს მომხდარმა ჰილსბოროს კატასტროფამ, სადაც ასამდე ლივერპულის გულშემატკივარი სტადიონზე მომხდარ ჭყლეტვას ემსხვერპლა.[18] 94 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა 95-ე ადამიანი, ოთხი წლის შემდეგ კი კომაში გარდაიცვალა 96-ე მსხვერპლი.[19] კატასტროფის მთავარ მიზეზად პოლიციის კონტროლის არარსებობა დასახელდა. ჰილსბოროს შემდეგ სახელმწიფომ სტადიონების უსაფრთხოების წესები შეიმუშავა, რის შემდეგაც სრულად გაუქმდა დასადგომი ადგილები, მოშორდა გამყოფი ჯებირები სტადიონებსა და მოედანს შორის.[20]

1988-89 სეზონში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურამდე გაურკვევლი იყო. ლივერპულმა ბოლო თამაში არსენალთა 0-2 წააგო, რის გამოც პირველი და მეორე ადგილის ქულათა რაოდენობა თანაბარი იყო, მაგრამ ბურთების სხვაობით არსენალს უკეთესი შედეგი ჰქონდა, რის გამოც ლივერპულმა ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა.[21]

დალგლიშის წასვლის შემდეგ 1991 წელს მთავარი მწვრთნელი ხდება გრემ სუნესი.[22] მისი ხელმძღვანელობით ლივერპულმა 1992 წლის თასის ფინალი მოიგო, მაგრამ ლიგაზე წარმატება მეექვსე ადგილს არ სცდებოდა, სუნესი 1994 წელს შეცვალა როი ევანსმა, ლივერპულმა 1995 წელს მოიგო ლიგის თასი.[23] მაქსიმუმი რაც ამ პერიოდში კლუბმა მიაღწია იყო მესამე ადგილი 1996 და 1998 წლის პრემიერლიგაში, ამავე წელს ევანსთან ერთად მწვრთნელად დაინიშნა ჟერარ ულიე, ნოემბერში ევანსი წავიდა.[24] 2001 წლის სეზონში ლივერპულმა "ტრებლი" შეასრულა და მოიგო: ასოციაციის თასი, ლიგის თასი და უეფას თასი.[25] 2001-02 პრემიერლიგაში ლივერპულმა მეორე ადგილი დაიკავა და რამდენიმე ქულით ჩამორჩა არსენალს.[26] 2003 წელს კლუბი მეოთხედ გახდა ლიგის თასის მფლობელი.[27][28]

A silver trophy with red ribbons on it, set against a green background
2005 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი

2003-04 სეზონში ულიე გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელი გახდა რაფაელ ბენიტესი. ლივერპულმა მილანი დაამარცხა და მოიგო 2004-05 წლის ჩემპიონთა ლიგა, თამაში ფრედ 3-3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ლივერპულმა უკეთესი შედეგი აჩვენა.[29] მომდევნო წელს ლივერპულმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და გავიდა 2006 წლის ასოციაციის თასის ფინალში, სადაც ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა ვესტ ჰემ იუნაიტედი.[30] 2006-07 სეზონში კლუბი ამერიკელი ბიზნესმენების ჯორჯ ჯილეტის და ტომ ჰიქსის მფლობელობაში გადავიდა, ლივერპულის ღირებულება დავალიანებებთან ერთად შეფასდა £218.9 მილიონად.[31] ლივერპული გავიდა 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მეტოქე კვლავ მილანი იყო, 2005 წლისგან განსხვავებით ამჯერად თამაში იტალიელების სასარგებლოდ 2–1 დასრულდა.[32] 2008-09 პრემიერლიგაში კლუბმა 86 ქულა დააგროვა, ეს ლივერპულისთვის მაქსიმუმი იყო, მაგრამ მაინც ჩამორჩა მანჩესტერ იუნაიტედს.[33]

2009-10 პრემიერლიგა კლუბმა მეშვიდე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ბენიტესი შეცვალა[34] ფულემის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა.[35] 2010–11 სეზონში ვალების გამო ლივერპული გაკოტრების პირას მივიდა, 2010 წლის ოქტომბერში კლუბი გაიყიდა და ახალი მფლობელი გახდა Fenway Sports Group.[36] ლივერპული ლიგაზე საშინელ შედეგებს აჩვენებდა, რის გამოც სეზონის შუაში ჰოჯსონი გაუშვეს და მწვრთნელად დაბრუნდა კენი დალგლიში.[37] 2011–12 სეზონში ლივერპულმა მერვედ მოიგო ლიგის თასი და ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ პრემიერლიგაში მერვე ადგილი დაიკავა, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი იყო. სეზონის ბოლოს დალგლიში გაუშვეს. [38][39] მთავარი მწვრთნელი გახდა ბრენდან როჯერსი.[40] 2013-14 სეზონში ლივერპულმა ბოლო პერიოდის ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა და ლიგის მოგების რეალური შანსი მიეცა, მაგრამ ბოლო ტურებში დაკარგული ქულების გამო, ტურნირი მეორე ადგილზე დასრულდა. ამ სეზონში ლივერპულა პრემიერლიგაში 101 გოლი გაიტანა, რაც 1895-96 სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.[41][42] 2014-15 პრემიერლიგის ცუდად დაწყების გამო 2015 წლის ოქტომბერში როჯერსი გაათავისუფლეს.[43]

როჯერსი შეცვალა იურგენ კლოპმა.[44] გერმანელი სპეციალისტის სადებიუტო სეზონში კლუბი გავიდა ლიგის თასის და ევროპა ლიგის ფინალში, მაგრამ ორივეგან დამარცხდა.[45] ლივერპულმა 2018-19 პრემიერლიგაში 97 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი თამაში წააგო, რაც მეორე ადგილოსანისთვის მაქსიმალურია.[46] კლოპმა ლივერპული გაიყვანა 2018 და 2019 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. პირველი ფინაალი დათმო, მაგრამ 2019 წელს ტოტენჰემ ჰოტსპურის 2–0 დამარცხებით მეექვსედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგას.[47][48] ლივერპულმა ბრაზილიურ ფლამენგოს 1–0 მოუგო და პირველად ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.[49] 2019-20 პრემიერლიგაში გამარჯვებით კი ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ კლუბმა მეცხრამეტედ მოიგო ინგლისის ჩემპიონობა (პირველი პრემიერლიგა).[50]

ფერი და ლოგო

A blue and white shirt and white shorts
ლივერპულის ფორმა 1892 -1896 წლებში[51]

ლივერპულის ფერად მიჩნეულია წითელი, თუმცა კლუბის დაარსების წლებში ფეხბურთელების ფორმა ლურჯი იყო და ჰგავდა თანამედროვე ევერტონის ფორმას. ლურჯი და თეთრი ფერი 1894 წელს ჩანაცვლდა წითლით.[3] ქალაქის სიბოლო ლივერპულის ჩიტი კლუბის ლოგოდ 1901 წელს იქცა, თუმცა ფორმაზე 1955 წლამდე არ გამოჩენილა. ლივერპული გამოდიოდა წითელი მაისურით და თეთრი შორტით, 1964 წელს ბილ შენკილიმ გადაწყვიტა რომ ფეხბურთელების ფორმა მთლიანად წითელი ყოფილიყო.[51] იან სტ ჯონი ავტობიოგრაფიაში იხსენებს, თუ როგორ გადაწყვიტა ბილ შენკილმ ანდერლეხტთან მატჩის წინ ფორმის შეცვლა.

მას [შენკლი] მიაჩნდა, რომ ფერს ფსიქოლოგიური ეფექტის მოხდენა შეეძლო - წითელი, როგორც საფრთხე, წითელი, როგორც ძალა. ის გასახდელ ოთახში შემოვიდა და რონ იეტს წითელი შორტები ესროლა და უთხრა " ჩაიცვი და ვნახოთ როგორი იქნება", ამის შემდეგ მან თქვა"ღმერთო, რონი შენ საშინლად შემაშინებლად გამოიყურები, 7 ფუტით უფრო მაღალი ჩანხარ". "რატომ არ უნდა გამოვიყურებოდეთ ასე?", მე ვთქვი "რატომ არ უნდა გვეცვას ასევე წითელი წინდები?". შენკლი თანახმა იყო ამაზე და ასე დაიბადა ლივერპულის საკულტო ფორმა.[52]

ლივერპულის გასვლის ფორმა სრულად არასოდეს ყოფილა ყვითელი, ან თეთრი მაისური და შავი შორტები, მაგრამ გარკვეული ექსპერიმენტები ფერებში მაინც არსებობდა სხვადასხვა პერიოდში. სრულად ნაცრისფერი ფორმა დამტკიცდა 1987 წელს, რომელსაც ასევე გამოიყენებდნენ 1991-92 სეზონში, რომელიც შეცვალა მწვანე პერანგმა და თეთრმა შორტებმა. 1990-იან წლებში კლუბის გასვლით ფორმაზე სხვადასხვა ფერის კომბინაციებიც გვხდება, ოქროსფერი და მუქი ლურჯი, შავი და ნაცრისფერი და ეკრუ. 2008–09 სეზონამდე კლუბის ფერებში გვხვდება ყვითელი და თეთრი, მას შემდეგ კი შეიცვალა ნაცრისფერი ფორმით. კლუბს აქვს მესამე ფორმა ევროპული ტურნირებისთვის, მას ასევე იყენებენ შიდა ჩემპიონატშიც, თუ გასვლის ფორმის და მასპინძლის ფორმის ფერი ერთმანეთს ემთხვევა. 2012-დან 2015 წლამდე ტანსაცმლის სპონსორი იყო Warrior Sports, მათ ახალი მოდელი 2012–13 სეზონის სტარტზე წარადგინეს.[53] 2015 წლის თებერვალში, Warrior-ის მშობელმა კომპანია New Balance-მა განაცხადა რომ ის აპირებდა ფეხბურთში შესვლას,Warrior-ის შემდეგ სპონსორობა დაეკისრა New Balance.[54] 1985 წლამდე ლივერპულის ტანსაცმელს მხოლოდ ერთი სპონსორი Umbro ჰყავდა, რომელიც შეცვალა Adidas-მა, 1996 წლიდან 2006 წლამდე იყო Reebok. 2006 დან 2012-მდე კვლავ ადიდასი .[55] 2020-21 წლიდან კლუბის ახალი სპონსორი ხდება Nike.[56]

ლივერპულის ლოგო შენკლის კარიბჭეზე

ლივერპული იყო პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც 1979 წელს სპონსორ Hitachi-ის ლოგო მაისურზე გამოსახა.[57] მას შემდეგ სპონსორები იყვნენ: Crown Paints, Candy, Carlsberg და Standard Chartered. 1992 წელს Carlsberg-თან გაფორმებული ხელშეკურელბა იყო ყველაზე ხანგრძლივი ინგლისურ ფეხბურთში.[58] Carlsberg-თან კონტრაქტი დასრულდა 2010–11 სეზონის დასაწყისში, მას შემდეგ სპონსორი გახდა Standard Chartered Bank.[59]

ლივერპულის ემბლემა ჩიტი ადრე მაისურის მკერდზე იყო გაამოსახული. 1992 წელს კლუბის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოგოს ახალი ვერსია შეიქმნა, რომელზეც გამოსახეს შენკლის ჭიშკარზე. მომდევნო წელს კლუბის ლოგოს ორივე კუთხეში დაამატეს ცეცხლი, რაც მარადიული ცეცხლია და პატივს მიაგებს ჰილსბროს კატასტროფაში დაღუპულებს.[60] 2012 წლის Warrior Sports-მა ფორმიდან მოხსნა ჩირღდნები, დარჩა მხოლოდ ლოგო.[61]

პარტნიორები და მაისურის სპონსორები

პერიოდი ფორმის მწარმოებელი სპონსორის ლოგო (წინიდან) სპონსორის ლოგო (სახელოზე)
1973–1979 Umbro None არა
1979–1982 Hitachi
1982–1985 Crown Paints
1985–1988 Adidas
1988–1992 Candy
1992–1996 Carlsberg
1996–2006 Reebok
2006–2010 Adidas
2010–2012 Standard Chartered
2012–2015 Warrior Sports
2015–2017 New Balance
2017–2020 Western Union
2020– Nike

ჰიმნი

მუსიკა დაწერილია რიჩარდ როჯერსის, ხოლო ტექსტი – ოსკარ ჰამერსტეინის მიერ. მათ ეს სიმღერა შექმნეს მიუზიკლ „კარუსელისთვის“ 1945 წელს. თავდაპირველად სიმღერა პოპულარული იმან გახადა, რომ თავის დროზე მას ისეთი მომღერლები ასრულებდნენ, როგორებიც იყვნენ: ფრენკ სინატრა, ელვის პრესლი და სხვები.

დიდი წარმატება You”ll never walk alone -ს 60-იანმა წლებმა მოუტანა, რადგანაც სიმღერა ჩაიწერა და გადააკეთა ცნობილმა ჯგუფმა ლივერპულიდან – Gerry & The Pacemakers-მა. 1963 წლის 26 ოქტომბერს სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი დიდი ბრიტანეთის ჩარტებში. მალე სიმღერა გახდა ჰიმნი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ასრულებდნენ ამ სიმღერას რამდენიმე წუთით ადრე მატჩის დაწყებამდე და საფინალო სასტვენის შემდეგ.სიტყვები – You”ll never walk alone გამოჩნდა კლუბის ემბლემაზე, აგრეთვე გაკეთდა წარწერა იგივე სიტყვებით ენფილდ როუდის შესასვლელში.

მთელ მსოფლიოში ამ სიმღერის დასახელება ასოცირდება სწორედ საფეხბურთო კლუბ „ლივერპულთან“. დღეს You”ll never walk alone შეიძლება მოისმინო შემდეგი ქვეყნების კლუბების ქომაგთა მიერ:

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ბრაზილია ბრაზილია ალისონ ბეკერი
2 მცველი ინგლისი ინგლისი ნათანიელ კლაინი
3 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ფაბინიო
4 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ვირჯილ ვან დეიკი (მესამე კაპიტანი)
5 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ჯორჯინიო ვეინალდუმი (მეოთხე კაპიტანი)
6 მცველი ხორვატია ხორვატია დეიან ლოვრენი
7 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯეიმზ მილნერი (ვიცე კაპიტანი)
8 ნახევარმცველი გვინეა გვინეა ნაბი კეიტა
9 თავდამსხმელი ბრაზილია ბრაზილია რობერტო ფირმინო
10 თავდამსხმელი სენეგალი სენეგალი სადიო მანე
11 თავდამსხმელი ეგვიპტე ეგვიპტე მოჰამედ სალაჰი
12 მცველი ინგლისი ინგლისი ჯო გომესი
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ადრიანი
14 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯორდან ჰენდერსონი (კაპიტანი)
15 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
18 თავდამსხმელი იაპონია იაპონია ტაკუმი მინამინო
20 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ადამ ლალანა
22 მეკარე ინგლისი ინგლისი ენდი ლონერგანი
23 ნახევარმცველი შვეიცარია  შვეიცარია ჯერდან შაჩირი
26 მცველი შოტლანდია შოტლანდია ენდრიუ რობერტსონი
27 თავდამსხმელი ბელგია ბელგია დივოკ ორიგი
32 მცველი კამერუნი კამერუნი ჟოელ მატიპი
48 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი კურტის ჯონსი
51 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები კი-იანა ჰუვერი
62 მეკარე ირლანდია ირლანდია კვივინ კელეჰერი
66 მცველი ინგლისი ინგლისი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
67 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი ჰარვი ელიოტი
72 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები სეპ ვან დენ ბერგი
მეკარე გერმანია გერმანია ლორის კარიუსი

ტიტულები

  • ლანკაშირის ლიგის ჩემპიონი: 1
    • 1892–1893
  • ინგლისის (სქრინ სპორტის) სუპერ თასის გამარჯვებული: 1
    • 1985–86

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Liverpool's ranking in world's richest teams revealed as Reds generate £533m revenue“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 7 March 2020.
  2. Ozanian, Mike. „The Business Of Soccer“. Forbes. ციტირების თარიღი: 17 August 2019.
  3. 3.0 3.1 Liverpool Football Club is formed. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 July 2010. ციტირების თარიღი: 11 August 2010.
  4. Graham 1985, p. 14.
  5. Graham 1985, pp. 16–18.
  6. Graham 1985, p. 20.
  7. Liversedge 1991, p. 14.
  8. Kelly 1988, pp. 50–51.
  9. Kelly 1988, p. 57.
  10. 1965/66: Stan the man for Dortmund. Union of European Football Associations (UEFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2014.
  11. Kelly 1999, p. 86.
  12. Pead 1986, p. 414.
  13. Kelly 1988, p. 157.
  14. Kelly 1988, p. 158.
  15. Cox, Russell & Vamplew 2002, p. 90.
  16. „On This Day – 29 May 1985: Fans die in Heysel rioting“. BBC. 29 May 1985. ციტირების თარიღი: 12 September 2006.
  17. Kelly 1988, p. 172.
  18. „On This Day – 15 April 1989: Soccer fans crushed at Hillsborough“. BBC. 15 April 1989. ციტირების თარიღი: 12 September 2006.
  19. Pithers, Malcolm (22 December 1993). „Hillsborough victim died 'accidentally': Coroner says withdrawal of treatment not to blame“. The Independent. ციტირების თარიღი: 28 August 2010.
  20. „A hard lesson to learn“. BBC. 15 April 1999. ციტირების თარიღი: 12 September 2006.
  21. Cowley, Jason (29 March 2009). „The night Football was reborn“. The Observer. ციტირების თარიღი: 23 July 2011.
  22. Liversedge 1991, pp. 104–105.
  23. Scully, Mark (22 February 2012). „LFC in the League Cup final: 1995 – McManaman masterclass wins praise from wing wizard Matthews“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 2 February 2020.
  24. Kelly (1999). The Boot Room Boys: Inside the Anfield Boot Room, გვ. 227. 
  25. „Houllier acclaims Euro triumph“. BBC Sport. 16 May 2001. ციტირების თარიღი: 24 March 2007.
  26. „Houllier 'satisfactory' after surgery“. BBC Sport. 15 October 2001. ციტირების თარიღი: 13 March 2007.
  27. „Liverpool lift Worthington Cup“. BBC Sport. 2003-03-02. ციტირების თარიღი: 2 February 2020.
  28. English Premier League 2003–2004: Table. Statto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  29. „AC Milan 3–3 Liverpool (aet)“. BBC Sport. 25 May 2005. ციტირების თარიღი: 15 April 2007.
  30. „Liverpool 3–3 West Ham (aet)“. BBC Sport. 13 May 2006. ციტირების თარიღი: 26 August 2010.
  31. „US pair agree Liverpool takeover“. BBC Sport. 6 February 2007. ციტირების თარიღი: 2 March 2007.
  32. McNulty, Phil (23 May 2007). „AC Milan 2–1 Liverpool“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 23 May 2007.
  33. Liverpool's top-flight record. LFC History. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  34. „Rafael Benitez leaves Liverpool: club statement“. The Daily Telegraph. 3 June 2010. ციტირების თარიღი: 3 June 2010.
  35. Liverpool appoint Hodgson. Liverpool F.C (1 July 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 July 2010. ციტირების თარიღი: 11 August 2010.
  36. Gibson, Owen (15 October 2010). „Liverpool FC finally has a new owner after 'win on penalties'. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 November 2010.
  37. „Roy Hodgson exits and Kenny Dalglish takes over“. BBC Sport. 8 January 2011. ციტირების თარიღი: 22 April 2011.
  38. Bensch, Bob; Panja, Tariq (16 May 2012). „Liverpool Fires Dalglish After Worst League Finish in 18 Years“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 June 2012.
  39. Ingham, Mike. (16 May 2012) Kenny Dalglish sacked as Liverpool manager. BBC. ციტირების თარიღი: 10 June 2012.
  40. Liverpool manager Brendan Rodgers to 'fight for his life'. BBC (1 June 2012). ციტირების თარიღი: 10 June 2012.
  41. Ornstein, David (12 May 2014). „Liverpool: Premier League near-miss offers hope for the future“. BBC Sport. BBC. ციტირების თარიღი: 7 August 2014.
  42. Goals. Liverpool F.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 August 2012. ციტირების თარიღი: 27 August 2012.
  43. „Brendan Rodgers: Liverpool boss sacked after Merseyside derby“. BBC Sport. 4 October 2015. ციტირების თარიღი: 10 October 2015.
  44. Smith, Ben (8 October 2015). „Liverpool: Jurgen Klopp confirmed as manager on £15m Anfield deal“. BBC Sport. BBC. ციტირების თარიღი: 10 October 2015.
  45. „Liverpool 1–3 Sevilla“. BBC. 18 May 2016.
  46. „Premier League: The numbers behind remarkable title battle“ (ინგლისური). BBC. 12 May 2019. ციტირების თარიღი: 19 May 2019.
  47. „Liverpool beat Spurs to become champions of Europe for sixth time“. BBC. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
  48. „Real Madrid 3-1 Liverpool“ (ინგლისური). BBC. 26 May 2018. ციტირების თარიღი: 19 May 2019.
  49. „Firmino winner seals Club World Cup win“. BBC. ციტირების თარიღი: 21 December 2019.
  50. „Liverpool win Premier League: Reds' 30-year wait for top-flight title ends“. BBC. ციტირების თარიღი: 25 June 2020.
  51. 51.0 51.1 Historical LFC Kits. Liverpool F.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 July 2010. ციტირების თარიღი: 12 August 2010.
  52. St. John, Ian (9 October 2005). „Shankly: the hero who let me down“. The Times. ციტირების თარიღი: 12 September 2006.
  53. LFC and Warrior announcement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 January 2012. ციტირების თარიღი: 18 January 2012.
  54. Badenhausen, Kurt (4 February 2015). „New Balance Challenges Nike And Adidas With Entry into Global Soccer Market“. Forbes. ციტირების თარიღი: 4 February 2015.
  55. Crilly 2007, p. 28.
  56. „LFC announces multi-year partnership with Nike as official kit supplier from 2020-21“. Liverpool F.C. ციტირების თარიღი: 7 January 2020.
  57. Dart, James; Tinklin, Mark (6 July 2005). „Has a streaker ever scored?“. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 August 2007.
  58. Espinoza, Javier (8 May 2009). „Carlsberg and Liverpool might part ways“. Forbes. ციტირების თარიღი: 23 July 2008.
  59. „Liverpool and Standard Chartered announce sponsorship deal“. Standard Chartered Bank. 14 September 2009. ციტირების თარიღი: 12 August 2010.
  60. Hillsborough. Liverpool F.C. ციტირების თარიღი: 12 August 2010.
  61. Liverpool kit launch sparks anger among Hillsborough families. BBC Sport. BBC (11 May 2012). ციტირების თარიღი: 17 May 2012.