ჯუჯები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ clean up, removed: {{მითოლოგიური ლექსიკონი}} using AWB |
Gemini1980 (განხილვა | წვლილი) + {{Link FA|fr}} |
||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ჯუჯები| ]] |
[[კატეგორია:ჯუჯები| ]] |
||
[[კატეგორია:მითიური არსებები]] |
[[კატეგორია:მითიური არსებები]] |
||
{{Link FA|fr}} |
|||
[[be:Гном]] |
[[be:Гном]] |
00:15, 3 დეკემბერი 2011-ის ვერსია
ჯუჯები — ხალხური ცრუ რწმენის ნაყოფი, ცნობილი სახე, მითებსა და თქმულებებში ხშირად მოქმედი კაცუნა, უცნაური და ჯადოქრული თვისებებით აღჭურვილი. ცხოვრობენ კენტად ან ერთად მიწისქვეშ, გამოქვაბულებში, ტყეში, კერიის ქვეშ, საჯინიბოებში და სხვა. ხშირად არიან ჭრა-კერვის ოსტატები ან განძისმცველები ("ნიბელუნგებში"). მომდინარეობენ მიცვალებულთა სულების რწმენიდან, ტყეებში გაფანტული ტანმორჩილი ტომების ხილვიდან, ფანტაზიის სამეფოდან.
ბევრს სახელიც აქვს. ჯუჯა ოიგელი ზიგფრიდს ტყეში ბუმბერაზ კუპერანის ბუნაგს ასწავლის, თეთრი აბრეშუმივითაა მოსილი და ძვირფასთვლებიანი გვირგვინი ადგას. კეთილია, მაგრამ მშიშარა. გმირს მხოლოდ მას შემდეგ ეხმარება, რაც იმან გვირგვინი კლდეს მიანარცხა.
გერმანელები "ვექსელბალგს" (გერმ. Wechselbalg) ეძახიან გონჯ არსებას, რაც თითქოს ჯუჯებმა "გამოცვალეს". ანალოგიური რწმენა სვანეთში დევებზეა ნათქვამი ("ნაცადე" — გამოცვლილი გონჯი ბავშვი).
ჯუჯებს, პიგმეებს, გნომებს, ქონდრისკაცებს, ტროლებს, ლილიპუტებს ფოლკლორში და მწერლობაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავთ, როგორც კომიკურ ტიპებს.