შინაარსზე გადასვლა

მავრიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 143: ხაზი 143:
| colspan=8 align=center bgcolor="#EFEFEF" | '''ოლქები'''
| colspan=8 align=center bgcolor="#EFEFEF" | '''ოლქები'''
|-
|-
| 1 || [[ბლექ რივერი]] || Black River District || [[ბამბუ]] || Bambous || align="right"|259,0 || align="right"|76 604 || align="right"|295,86
| 1 || [[ბლექ რივერი]] || Black River District || [[ბამბუ]] || Bambous || align="right"|259,0 || align="right"|76 604 || align="right"|295,77
|-
|-
| 2 || [[ფლაკი]] || Flacq District || [[სენტრ-დე-ფლაკი]] || Centre de Flacq || align="right"|297,9 || align="right"|135 406 || align="right"|470,94
| 2 || [[ფლაკი]] || Flacq District || [[სენტრ-დე-ფლაკი]] || Centre de Flacq || align="right"|297,9 || align="right"|135 406 || align="right"|454,54
|-
|-
| 3 || [[გრანდ-პორტი]] || Grand Port District || [[როუზ-ბელი]] || Rose-Belle || align="right"|260,3 || align="right"|110 907 || align="right"|443,90
| 3 || [[გრანდ-პორტი]] || Grand Port District || [[როუზ-ბელი]] || Rose-Belle || align="right"|260,3 || align="right"|110 907 || align="right"|426,07
|-
|-
| 4 || [[მოკა (ოლქი)|მოკა]] || Moka District || [[კარტიე-მილიტერი]] || Quartier Militaire || align="right"|230,5 || align="right"|82 302 || align="right"|352,66
| 4 || [[მოკა (ოლქი)|მოკა]] || Moka District || [[კარტიე-მილიტერი]] || Quartier Militaire || align="right"|230,5 || align="right"|82 302 || align="right"|357,06
|-
|-
| 5 || [[პამპლემუსი]] || Pamplemousses District || [[ტრიოლე]] || Triolet || align="right"|178,7 || align="right"|136 268 || align="right"|774,14
| 5 || [[პამპლემუსი]] || Pamplemousses District || [[ტრიოლე]] || Triolet || align="right"|178,7 || align="right"|136 268 || align="right"|762,55
|-
|-
| 6 || [[პლენ-ვილემი]] || Plaines Wilhems District || [[როუზ-ჰილი]] || Rose-Hill || align="right"|203,3 || align="right"|362 292 || align="right"|1893,92
| 6 || [[პლენ-ვილემი]] || Plaines Wilhems District || [[როუზ-ჰილი]] || Rose-Hill || align="right"|203,3 || align="right"|362 292 || align="right"|1782,06
|-
|-
| 7 || [[პორტ-ლუი (ოლქი)|პორტ-ლუი]] || Port Louis District || [[პორტ-ლუი]] || Port Louis || align="right"|42,7 || align="right"|118 431 || align="right"|3008,97
| 7 || [[პორტ-ლუი (ოლქი)|პორტ-ლუი]] || Port Louis District || [[პორტ-ლუი]] || Port Louis || align="right"|42,7 || align="right"|118 431 || align="right"|2773,56
|-
|-
| 8 || [[რივიერ-დუ-რემპარი]] || Rivière du Rempart District || [[მაპუ]] || Mapou || align="right"|147,6 || align="right"|106 267 || align="right"|739,88
| 8 || [[რივიერ-დუ-რემპარი]] || Rivière du Rempart District || [[მაპუ]] || Mapou || align="right"|147,6 || align="right"|106 267 || align="right"|719,97
|-
|-
| 9 || [[სავანა (ოლქი)|სავანა]] || Savanne District || [[სუილაკი]] || Souillac || align="right"|244,8 || align="right"|67 906 || align="right"|287,87
| 9 || [[სავანა (ოლქი)|სავანა]] || Savanne District || [[სუილაკი]] || Souillac || align="right"|244,8 || align="right"|67 906 || align="right"|277,39
|-
|-
| colspan=8 align=center bgcolor="#EFEFEF" | '''[[მავრიკის გარე კუნძულები]]'''
| colspan=8 align=center bgcolor="#EFEFEF" | '''[[მავრიკის გარე კუნძულები]]'''
|-
|-
| 1 || კუნძული [[აგალეგა]] || Agalega || [[ვინტ-სინკი]] || Vingt Cinq || align="right"|70 || align="right"|334 || align="right"|4,13
| 1 || კუნძული [[აგალეგა]] || Agalega || [[ვინტ-სინკი]] || Vingt Cinq || align="right"|70 || align="right"|334 || align="right"|4,77
|-
|-
| 2 || არქიპელაგი [[კარგადოს-კარახოსი]] || Cargados Carajos Shoals || — || — || align="right"|1,2 || align="right"| — || align="right"| —
| 2 || არქიპელაგი [[კარგადოს-კარახოსი]] || Cargados Carajos Shoals || — || — || align="right"|1,2 || align="right"| — || align="right"| —
|-
|-
| 3 || კუნძული [[როგრიგესი (კუნძული)|როდრიგესი]] || Rodrigues || [[პორტ-მატურინი]] || Port Mathurin || align="right"|104,0 || align="right"|40 100 || align="right"|363,83
| 3 || კუნძული [[როგრიგესი (კუნძული)|როდრიგესი]] || Rodrigues || [[პორტ-მატურინი]] || Port Mathurin || align="right"|104,0 || align="right"|40 100 || align="right"|385,58
|-
|-
|- style="background: #CCC;"
|- style="background: #CCC;"
| || სულ || || || || align="right"|2040 || align="right"|1 236 817 || align="right"|629,13
| || სულ || || || || align="right"|2040 || align="right"|1 236 817 || align="right"|628,21
|}
|}



17:57, 9 აგვისტო 2015-ის ვერსია

მავრიკის რესპუბლიკა
ინგლ. Republic of Mauritius
ფრანგ. République de Maurice

მავრიკი
მავრიკის
დევიზი: Stella Clavisque Maris Indici (ლათ. ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები)
ჰიმნი: Motherland
მავრიკის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პორტ-ლუი
20°10′ ს. გ. 57°31′ ა. გ. / 20.167° ს. გ. 57.517° ა. გ. / -20.167; 57.517
ოფიციალური ენა ინგლისური,
ფრანგული (რეგიონალური)
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ამინა გურიბ-ფაკიმი
 -  პრემიერ-მინისტრი ანერუდ ჯაგნოტი
ფართობი
 -  სულ 2 040 კმ2 (179-ე)
 -  წყალი (%) 0.05
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 1 264 866 (151-ე)
 -  2011 აღწერა 1 236 817 
 -  სიმჭიდროვე 606,28 კაცი/კმ2 (მე-18)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $16.0 მილიარდი (119-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $13 703 (51-ე)
აგი (2004) 0.804 (მაღალი) (65-ე)
ვალუტა მავრიკის რუპია (MUR)
დროის სარტყელი (UTC +4სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +4სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი MUS
Internet TLD .mu
სატელეფონო კოდი 230

მავრიკი (ინგლ. Mauritius; ფრანგ. Maurice) — კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით 900 კილომეტრში. რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის კუნძულები მავრიკი (ყველაზე დიდი, 1865 კმ²) და როდრიგესი (104 კმ²), რომელიც მასკარენის კუნძულების ნაწილია. ასევე შედის არქიპელაგი კარგადოს-კარახოსი, აგალეგას კუნძულები და სხვა ბევრი მომცრო კუნძული. 2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 236 817 ადამიანს[1]. ქვეყნის საერთო ფართობია 2045 კმ². დედაქალაქი — პორტ-ლუი, რომელიც კუნძულ მავრიკზე მდებარეობს.

გეოგრაფია

მავრიკის რესპუბლიკა და მისი გარე კუნძულები. ტერიტორიული პრეტენზიები გამოყოფილია თეთრი ფერით.
კუნძულ მავრიკის ფიზიკური რუკა.
კუნძულ როდრიგესის ფიზიკური რუკა.

მავრიკის კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა. მაგრამ ვულკანური მოქმედებები უკვე დიდი ხანია შეჩერებულია და ეროზიამ საკმაოდ გააუთოვა კუნძულის რელიეფი. კიურპილის ცენტრალური პლატო ამოწეულია ზღვის დონიდან 400—600 მეტრზე. ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან მასთან ახლოს იმყოფებიან უფრო ამოწეული და ნაკლებად გაუთოვებული პლატოები. მათ შორის ყველაზე მაღალია — სავანა (ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი — მთა პითონ-დე-ლა-რივიერ-ნუარი 826 მეტრი) — მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში. ბუნებრივი ღირსშესანიშნეობებიდან საინტერესოა ჩამქრალი ვულკანების (ტრუ-ო-სერფი, კანაკა, ბასენ-ბლანკი) კრატერები და პლატოები, რომლებსაც აქვთ უჩვეულო ფორმის მთის მწვერვალები. შიდა პლატოები გარშემორტყმულია სანაპირო დაბლობის ზოლით, სამხრეთში და აღმოსავლეთში 15—20 კმ-ის სიგანით. ამ ნაყოფიერი ალუვიალური ნიადაგის დაბლობებში, ასევე პლატოს ხეობებში თავმოყრილია შაქრის ლერწმის პლანტაციები, რომელსაც უკავია მავრიკის საერთო ფართობის 45 %. სანაპიროები გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით.

ჰიდროლოგია

მავრიკის პლატოებში და მთებში მოედინება ასეულობით მცირე მდინარე, რომლებშიც ბევრია ჭორომი და ჩანჩქერი. შვიდსაფეხურიან ტამარენის ჩანჩქერს აქვს ყველაზე უფრო დიდი წყალგადასაშვები (274 მეტრი). მავრიკის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მდინარეებია გრანდ-რივერ-საუტ-ისტი და გრანდ-რივერ-ნორტ-უესტი. წვიმების პერიოდში მდინარეები ჩქაროსნულად მოედინებიან და სახიფათონი ხდებიან. კუნძულის ყველაზე უფრო დიდი ტბებიაგრან-ბასენი და მარ-ო-ბაკოა.

კლიმატი

ჰავა ტროპიკულია, ზღვისა. კუნძული მდებარეობს იმ ტროპიკული ციკლონების გზაზე, რომლებიც წარმოიშვებიან ინდოეთის ოკეანეში. თითქმის ყოველწლიურად, თებერვალ-მარტში ისინი კუნძულებს დაატეხავენ ქარიშხლებს, რომელთა სიჩქარე აღწევს 220 კმ/სთ-ს და თავსხმა წვიმებს, რომლებიც იწვევენ კატასტროფულ წყალდიდობებს. წყლის საშუალო ტემპერატურა მთელი წელიწადი არ ეცემა 23 °C-ზე დაბლა. ასეთ ტემპერატურებზე ნაყოფიერ ნიადაგზე შაქრის ლერწამი იძლევა საკმაოდ მაღალ მოსავალს. ზღვისპირა დაბლობებში წელიწადში მოდის 1500—2500 მმ ნალექი. პლატოებზე ნალექების რაოდენობა მატულობს 3500 მმ-მდე, ხოლო საშუალო ტემპერატურა ეცემა 3-4 °C-ით. ყველაზე თბილი თვის (თებერვალი) საშუალო ტემპერატურაა 26 °C, ყველაზე ცივისა (აგვისტო) შიგა რაიონებში 14 °C-იდან, სანაპიროზე 18,5 °C-მდე. მხოლოდ იქ, მთების კალთებქვეშ, შესაძლებელია ისეთი კულტურების დარგვა და მოყვანა, როგორებიცაა ჩაი, თამბაქო, აგავა. მავრიკიზე პირველი კოლონისტები რგავდნენ სანელებლებს; ფრანგებიყავას, ინგლისელებიჩაის. ყველა ამ კულტურას შეეძლო მოეცა მშვენიერი მოსავალი, ციკლონებს რომ არ გაენადგურებინათ ნარგავები. მხოლოდ შაქრის ლერწმის ღეროები უძლებდნენ სტიქიის დარტყმას.

მავრიკი მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, დაახლოებით 20-ე პარალელზე ეკვატორის სამხრეთით, რის გამოც მას აქვს ტროპიკული მუსონური კლიმატი ხანგრძლივი ნოტიო სეზონით (აღინიშნება დეკემბერ-მაისში, არ აღინიშნება ივნის-აგვისტოში) და მოკლე, შედარებით მშრალი სეზონით (სექტემბერი-ნოემბერი). მავრიკიზე წელიწადის დროთა ცვლილებას ასევე აქვს ადგილი: ზაფხული მავრიკიზე ცხელი და ნოტიოა, ზამთარი შედარებით გრილი და მშრალი. მავრიკისთვის ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურები არ არის დამახასიათებელი: ტემპერატურა ზაფხულში +35 °C-ზე მაღლა და ზამთარში +10 °C-ზე დაბლა შესაბამისად არც მატულობს და არც კლებულობს.

ფლორა და ფაუნა

ოდესღაც ჯიშიანი სახეობის ხეებით სავსე ხშირი ტყიანი ზეგნები დიდი ხანია გაკაფულია და შეცვლილია დარგული კანარის ფიჭვით და ევკალიპტით. აღმოსავლეთის სანაპიროს გასწვრივ შენარჩუნებულია მანგროს ტყეები. ბუნებრივი მცენარეულობის განადგურების გამო გამქრალია ადგილობრივი სახეობების პოპულაციის ნაწილი, მათ შორის მავრიკის ენდემი Acanthophoenix rubra-ს პალმა — ის კუნძულზე შენარჩუნებულია არაუმეტეს 150 ეგზემპლიარის სახით. ქალაქებში, სოფლებში და ავტოგზების გასწვრივ ჭარბობენ კუნძულებზე შემოტანილი დეკორატიული მცენარეები. ესენია: ჟაკარანდა (ლათ. Jacaránda), აკაცია, სიკომორო, ოლეანდრე, ჰიბისკუსი (ლათ. Hibiscus), წითელი ჟასმინი. პლაჟების გასწვრივ — კაზუარინას (ლათ. Casuarina) ნარგავები. დასახლებული პუნქტების სიახლოვეს მყოფ სანაპიროებზე, ხშირად გვხვდება ქოქოსის პალმა.

კუნძულის მიწის რესურსების ინტენსიურმა ექსპლოატაციამ მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მოიტანა ის, რომ ბუნებრივ ლანდშაფტებს ეხლა უკავიათ მავრიკის ფართობის მეოთხედზე ნაკლები. ამასთან ისინი უპირატესად შენარჩუნებულია კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ან დაფარულია ველური ბუჩქნარით, ან საერთოდ მცენარეულის გარეშეა და დაფარულია წითელი ვულკანური ქვიშით.

მავრიკი გამორჩეულია მრავალფეროვანი ფაუნით. ბევრი იქ მობინადრე ცხოველი, სხვაგან არსად არ გვხვდება. პირველი ევროპელი კოლონისტები გაკვირვებულები იყვნენ უზარმაზარი ხმელეთის კუების (Cylindraspis inepta და Cylindraspis triserrata) სიმრავლით და ბუმბულის მქონე ფრინველების სიმრავლით. კუები გაანადგურეს მეკობრეებმა და მეზღვაურებმა, რომლებიც, გემებით მავრიკის გვერდით ჩავლის დროს, აუცილებლად შედიოდნენ კუნძულზე, რომ თავიანთი ტრუმები გაევსოთ ამ «ცოცხალი კონსერვებით». შემდეგ უფრთო დრონტების რიგიც დადგა. პირველი ჰოლანდიელი დასახლებულების მტკიცებით, კუნძულის ხეობები სავსე იყო ასეთი ფრინველებით, რომლებიც 15 კგ-მდე იწონიდნენ. დრონტები ადამიანებს ახლო მისვლის ნებას აძლევდნენ, რის შემდეგაც ისინი დრონტებს ჯოხებით კლავდნენ. შემოყვანილმა ვირთხებმა, კატებმა და ღორებმა ასევე ხელი შეუწყვეს მავრიკის დრონტების განადგურებას. 1710 წლისთვის დრონტები სრულიად განადგურდნენ. კუნძულის ათვისებამ მოიტანა სხვა ბუმბულიანი ფრინველების რაოდენობის მკვეთრი შემცირება. ამიტომ შაქრის პლანტაციებზე დაიწყო აქტიურად გამრავლება მავნებლებმა — შაქრის ტილი და წითელი კალია. მათთან საბრძოლველად ინდოეთიდან შემოიყვანეს Acridotheres, რის შედეგადაც დღეისათვის ის კუნძულზე ფრინველთა სამყაროს ყველაზე გავრცელებული წარმომადგენელია. კუნძულზე ასევე შეიყვანეს მანგუსტები, მღრღნელების დიდი რაოდენობა და მაიმუნები. შედეგად პირველყოფილი ფაუნიდან თითქმის არაფერი აღარ დარჩა.

კუნძულზე მოქმედებს ბლექ-რივერ-გორჟესის ეროვნული პარკი, სადაც შენარჩუნებულია რელიქტური ვარდისფერი მტრედი, მავრიკიული შევარდენი, მავრიკიული სამკაული თუთიყუში. მავრიკისთან ასევე ახლოს, მრგვალ კუნძულზე მდებარეობს ნაკრძალი, სადაც ბინადრობენ უნიკალური ქვეწარმავლები: სცინკი Leiolopisma telfairii, გეკონი და ხმელეთის მასკარენული შლეგელის გველი (ლათ. Casarea dussumieri).

ისტორია

კუნძული მავრიკი ჯერ კიდევ X საუკუნეში იყო ცნობილი არაბი მოგზაურებისათვის, რომლებიც მას დინა არობის (ვერცხლის კუნძული) სახელით იხსენიებენ. XVI საუკუნემდე კუნძული დაუსახლებელი იყო. XVI საუკუნის დასაწყისში იქ გადასხდნენ პირველი ევროპელები — პორტუგალიელები. 1598 წელს კუნძულს დაეუფლნენ ჰოლანდიელები და უწოდეს მავრიკი (მორის ორანელის პატივსაცემად). თავდაპირველად სავაჭრო გემებისათვის კუნძული მხოლოდ დროებითი სადგომი იყო. კუნძულზე ჰოლანდიელების პირველი დასახლება დაარსდა 1638 წელს, ხოლო პირველი ბავშვი, რომელიც კუნძულზე დაიბადა ითვლება სიმონ ვან დერ სტელი. დაიწყო შაქრის ლერწმის, ბამბის, თამბაქოს პლანტაციების შექმნა და მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენება. ამისათვის ჰოლანდიელებმა აქ შემოიყვანეს მონები მადაგასკარიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან. კუნძულის მაცხოვრებელთა რაოდენობამ ჰოლანდიელთა მმართველობის დროს მიაღწია დაახლოებით 300 ადამიანს, მონების ჩათვლით. მაგრამ 1710 წელს ჰოლანდიელებმა დატოვეს მავრიკი, რათა თავი დაეღწიათ ევროპული გემების მიერ კუნძულზე შემოყვანილი და შემდეგ მომრავლებული ვირთხებისაგან.

1715 წელს კუნძული მიიტაცეს ფრანგებმა (უწოდეს ილ-დე-ფრანსი), 1721 წელს აქ ფრანგებმა დააარსეს თავიანთი პირველი მუდმივი დასახლება. ფრანგული კოლონიზაციის წლებში ილ-დე-ფრანსზე აშენდა რამდენიმე ფორტი, გემების ასაშენებელი და სარემონტო ადგილი, გაყვანილ იქნა გზები. 1735 წელს კუნძულის მოსახლეობა ითვლიდა თითქმის 1 ათას ადამიანს (200 თეთრკანიანი, დანარჩენი — მონები აფრიკიდან და მადაგასკარიდან).

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ილ-დე-ფრანსზე გადასახლდა კოლონისტების ჯგუფი ფრანგული პროვინცია ბრეტანიდან და ნორმანდიიდან; იმავდროულად შეყვანილი იქნა მონების ახალი პარტია აფრიკიდან და მადაგასკარიდან. მონების შრომა გამოიყენებოდა შაქრის ლერწმის და ყავის პლანტაციებში; კუნძულზე დაიწყეს სიმინდის, მანიჰოტის, მიხაკის ხის, ინდიგოს, სხვადასხვა სახის ბოსტნეულის და ხილის მოყვანა. კუნძულის მოსახლეობა იბრძოდა კოლონიზატორების წინააღმდეგ (აჯანყებები 1695, 1724, 1732, 1794 წლებში).

1810 წელს, ინგლისელების ჯარის ფრანგულ გარნიზონზე გამარჯვების შემდეგ, იგი დიდი ბრიტანეთის სამფლობელო გახდა. 1814 წელს პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე ილ-დე-ფრანსი ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის კოლონია და მას დაუბრუნდა მავრიკის დასახელება.

ინგლისელთა კოლონიზაციის დაწყებისას მავრიკის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 70 ათას ადამიანს (მათ შორის 50 ათასზე მეტი — მონა). 1835 წელს მონობა გაუქმდა. იმ დროისათვის მონების რიცხვი შეადგენდა 77 ათას ადამიანს (96 ათასი მოსახლიდან). სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის მავრიკიზე 1830-იანი წლებიდან ინდოეთიდან დაიწყეს მუშების შეყვანა (კიდევ უფრო ადრე, 1829 წლიდან, მუშების მოსვლა დაიწყო ჩინეთიდან). 1861 წლისთვის ინდური წარმოშობის იმიგრანტების რაოდენობამ მიაღწია თითქმის 300 ათას ადამიანს. მავრიკიზე სწრაფად მიმდინარეობდა შაქრის წარმოების ზრდა, დაიწყო ჩაის და თამბაქოს მოყვანა.

როდრიგესის კუნძული 1528 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა მეზღვაურმა დიეგო როდრიგესმა (Don Diego Rodriguez). 1691—1693 წლებში მისი ოკუპაცია ჰოლანდიელებმა მოახდინეს. XVIII საუკუნეში კუნძულს დაეუფლნენ ფრანგები, რომლებსაც თავიანთ პლანტაციებში სამუშაოდ შავკანიანები შეჰყავდათ. 1810 წლიდან 1968 წლამდე კუნძულს მართავდა ბრიტანეთის იმპერია, რის შემდეგადაც ის გახდა მავრიკის სახელმწიფოს ტერიტორიული ნაწილი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიკოლონიურმა ბრძოლებმა აიძულა დიდი ბრიტანეთი ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო. 1957 წელს გაფართოვდა საკანონმდებლო საბჭოს უფლებები. 1958 წელს შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება. 1964 წელს შეიქმნა ეროვნული მთავრობა. 1967 წლის 7 აგვისტოს ჩატარდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები. კუნძულმა მიიღო თვითმმართველი ტერიტორიის სტატუსი. არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია მოითხოვდა კუნძულისთვის დაუყოვნებლივი დამოუკიდებლობის მიცემას. 1968 წლის 12 მარტს მავრიკი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა თანამეგობრობის ფარგლებში.

1968 წლის დასაწყისიდან დაიწყო შეტაკებები მოსახლეობის აზიური წარმოშობის ხალხსა (ძირითადად ინდოელები) და კრეოლებს (შავკანიანები და მულატები) შორის. 1970—1971 წლებში მიმდინარეობდა დიდი გაფიცვები ეკონომიკის ბევრ სფეროში, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. 1971 წლის დეკემბერში მავრიკის ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც შეუჩერებლივ მოქმედებდა 1978 წლის მარტამდე. დაპატიმრებული იყვნენ რადიკალური მემარცხენე პარტიის — მავრიკის მებრძოლი მოძრაობის ლიდერები, აიკრძალა ამ პარტიასთან დაკავშირებული პროფკავშირების მოღვაწეობა.

1992 წლის 12 მარტიდან მავრიკი გახდა რესპუბლიკა.

სახელმწიფო წყობა

მავრიკი რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია — პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით (შესაძლებელია ზედიზედ მეორე ვადაც) არჩეული პრეზიდენტი.

პარლამენტი — ერთპალატიანია, 70 დეპუტატი (62-ს ირჩევს მოსახლეობა 5 წლის ვადით, კიდევ 8-ს ნიშნავს საარჩევნო კომიტეტი სხვადასხვა ეთნიკური თემების წარმომადგენლებისგან).

2014 წლის 10 დეკემბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიები (ალიანსები):

ალიანსი პარტია ადგილი
Lepep-ის ალიანსი - 53 ადგილი MSM 33
PMSD 11
Muvment Liberater 7
OPR 2
არანაირ ალიანსში არ შესული პარტიები - 11 ადგილი MMM 7
ლეიბორისტული პარტია 4
დამოუკიდებლები - 5 ადგილი უპარტიოები 5
სულ 69

შეიარაღებული ძალები და პოლიცია

მავრიკის ჰყავს შეიარაღებული ძალები რაოდენობით დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების აღმოსაფხვრელად (ტაიფუნების) და ზოგადად წარმოადგენენ საგანგებო სიტუაციების ორგანოების ძალების ანალოგს, არსებობს პოლიციაც, პოლიციური სპეციალიზირებული რაზმი და საზღვაო საპატრულო სამსახური.

ადმინისტრაციული დაყოფა

მავრიკის ადმინისტრაციული რუკა

მავრიკის რესპუბლიკა დაყოფილია ცხრა ოლქად და გარე კუნძულად, რომელშიც შედის სამი დამოკიდებული ტერიტორია და კიდევ ორი ტერიტორია, რომელიც უცხო ქვეყნის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება და რომელზეც მავრიკი პრეტენზიას აცხადებს.

ადმინისტრაციული დაყოფა

№ რუკაზე ოლქი (ქართ.) ოლქი (ინგლ.) ადმ. ცენტრი (ქართ.) ადმ. ცენტრი (ინგლ.) ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2010 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ოლქები
1 ბლექ რივერი Black River District ბამბუ Bambous 259,0 76 604 295,77
2 ფლაკი Flacq District სენტრ-დე-ფლაკი Centre de Flacq 297,9 135 406 454,54
3 გრანდ-პორტი Grand Port District როუზ-ბელი Rose-Belle 260,3 110 907 426,07
4 მოკა Moka District კარტიე-მილიტერი Quartier Militaire 230,5 82 302 357,06
5 პამპლემუსი Pamplemousses District ტრიოლე Triolet 178,7 136 268 762,55
6 პლენ-ვილემი Plaines Wilhems District როუზ-ჰილი Rose-Hill 203,3 362 292 1782,06
7 პორტ-ლუი Port Louis District პორტ-ლუი Port Louis 42,7 118 431 2773,56
8 რივიერ-დუ-რემპარი Rivière du Rempart District მაპუ Mapou 147,6 106 267 719,97
9 სავანა Savanne District სუილაკი Souillac 244,8 67 906 277,39
მავრიკის გარე კუნძულები
1 კუნძული აგალეგა Agalega ვინტ-სინკი Vingt Cinq 70 334 4,77
2 არქიპელაგი კარგადოს-კარახოსი Cargados Carajos Shoals 1,2
3 კუნძული როდრიგესი Rodrigues პორტ-მატურინი Port Mathurin 104,0 40 100 385,58
სულ 2040 1 236 817 628,21

ლიტერატურა

სქოლიო

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: