დასავლეთი ევროპა
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8c/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98_2016.png/300px-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98_2016.png)
დასავლეთი ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. მისი შინაარსი ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის გულისხმობდა საფრანგეთს, ბენილუქსის ქვეყნებს - ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, დიდ ბრიტანეთს და ირლანდიას. ამ ჯგუფს, როგორც წესი, ხშირად აკუთვნებდნენ გერმანიასაც, თუმცა გეოგრაფიულად ის უფრო ცენტრალური ევროპის ნაწილია.
სხვადასხვა ისტორიული და პოლიტიკური გარემოებების გამო დასავლეთ ევროპაში შეჰყავდათ აგრეთვე შემდეგი ქვეყნებიც:
- პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა.
- აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები - იტალია, სან-მარინო, ვატიკანი.
- ჩრდილოეთის ქვეყნები - ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია.
- ალპური ქვეყნები - შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.
- სამხრეთის ქვეყნები - საბერძნეთი, თურქეთი.
ევროპის სხვა რეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევროპის სუბ-რეგიონები გაეროს თანახმად
- Teaching about Western Europe დაარქივებული 2006-06-01 საიტზე Wayback Machine.
- Western Europe.info
|