შინაარსზე გადასვლა

თეჯისის წმინდა კონსტანტინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეჯისის წმინდა კონსტანტინეს ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეჯისში.

ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. იგი აშენებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, რომელიც აღმოსავლეთით ბოლოვდება აფსიდით, სადაც ორი ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებში გაჭრილია სარკმლები. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთის მხრიდან გაუკეთებიათ მინაშენი, რომლის მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი. გალავანს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე შესასვლელი ქვის მონოლითითაა გადახურული.

თეჯისის წმინდა კონსტანტინეს ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5759