უნა-უნსო
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/86/Flag_of_UNA-UNSO.svg/180px-Flag_of_UNA-UNSO.svg.png)
უნა-უნსო (უკრ. Українська Національна Асамблея, УНА УНСО; უკრაინის ნაციონალური ასამბლეა) — ყველაზე ცნობილი ნაციონალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია უკრაინაში[1], 8 000 წევრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსდა 1990 წლის 30 ივნისს, დისიდენტის იური შუხევიჩის მიერ „უკრაინის პარტიათაშორის ასამბლეის“ (რუს. Украинская межпартийная ассамблея [УМА]) სახელით და წარმოადგენდა რამოდენმე ნაციონალისტური პარტიისა და საზოგადო ორგანიზაციების გაერთიანებას.
ასამბლეის მეთაური იყო ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსი და მწერალი დმიტრო კორჩინსკი.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/22/%D0%A3%D0%9D%D0%A1%D0%9E_%D0%B2_%D0%93%D1%80%D1%83%D0%B7%D1%96%D1%97.jpg/220px-%D0%A3%D0%9D%D0%A1%D0%9E_%D0%B2_%D0%93%D1%80%D1%83%D0%B7%D1%96%D1%97.jpg)
1991 წლის ზაფხულის ბოლოსთვის „უკრაინის პარტიათაშორის ასამბლეის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრულფასოვან პარტიად გარდაქმნის თაობაზე. 1991 წლის 8 სექტემბერს „უკრაინის პარტიათაშორის ასამბლეას“ შეუცვალეს სახელწოდება და უწოდეს „უკრაინის ნაციონალური ასამბლეა“, რის შემდეგადაც თავი პარტიად გამოაცხადა.სსრკ-ს დროს უნა-ს ოფიციალურად რეგისტრაცია ვერ მოხდა.
მოსკოვის პუტჩის შემდეგ უნამ დაიწყო უკრაინული სამხედრო დაჯგუფებების ფორმირება. აღნიშნულმა ნახევრადსამხედრო ფორმირებებმა მიიღეს სახელწოდება „უკრაინული სახალხო თავდაცვა“ (რუს. Украинская народная самооборона [УНСО]).
უკრაინის ნაციონალურმა თავდაცვამ (უნსო - უნა-ს სამხედრო განშტოება) მონაწილეობა მიიღო დნესტრისპირეთის ომში, მოლდოვის წინააღმდეგ, ხოლო აფხაზეთის ომში, ქართველების დასახმარებლად მათ 300-მდე მოხალისე გამოგზავნეს. მათი დანაყოფის სახელი იყო — არგო. უკრაინელი სამხედროები აფხაზეთის თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ. მათ შორის, იცავდნენ სოხუმის გარშემო სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებს, შემდეგ კი მშვიდობიანი მოსახლეობა გააცილეს ომს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (ინგლისური) Global Research, Neo-Nazi Organizations in the Ukraine, December 17, 2004 დაარქივებული March 10, 2012[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ „თქვენ არ იქნებით მარტო“ - როგორ გამოჰყავდათ უკრაინელებს დევნილები აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში